სერვისები

ბათქაშის მომზადების და გალესვის მეთოდი

ერთ ტომარაზე დაასხით 7-8 ლიტრი წყალი და კარგად მოზილეთ სამშენებლო ელექტრო მიქსერით. მოზელვის პროცესში პატარა ულუფებით დაუმატეთ წყალი მანამ, სანამ არ მივიღებთ ფაფისებრივ პლასტიკურ მასას. მოზელვის შემდეგ გააჩერეთ მოზელილი ფითხი 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ქაფჩით ამოურიეთ ისე, რომ ძირში არ დარჩეს გაუხსნელი მასა.

გასინჯეთ მომზადებული ბათქაშის წებადობა. ამისათვის აიღეთ მასა ქაფჩით და ამოატრიალეთ იგი პირქვე ისე, რომ ბათქაში მოექცეს ქაფჩის ქვედა მხარეს. თუ ბათქაში კარგად არის მორეული, იგი არ უნდა ჩამოვარდეს ქაფჩიდან.

გალესვა

კედლის ზედაპირი უნდა იყოს მაქსიმალურად გასწორებული. კედელი უნდა გაიწმინდოს მტვრისაგან და ზედმეტი ნაწილაკებისაგან.

კედელზე სწორად მაგრდება მიმმართველები (ე.წ. „მაიაკები“) თაბაშირის საშუალებით.

შემდეგ კედლის ზედაპირი ოდნავ უნდა დასველდეს, ბათქაშთან ჰქონდეს კარგი მოჭიდება.

გამზადებული ბათქაშით ილესება ჩვეულებრივი წესით, როგორც გაჯით, თაბაშირით და სხვა გალესვის საშუალებებით.

გალესვიდან 5-6 საათის შემდეგ შეიძლება გალესილ კედელზე ფაქტური დატანება ან გაპრიალება.

სრული გაშრობა მშრალი კლიმატის პირობებში: 3 დან 5 დღემდე.

ნესტიანი კლიმატის პირობებში: 10-12 დღე.

სრული გაშრობის შემდეგ, შეიძლება კედლის შეღებვა ან სხვა სამალიარო სამუშაოების ჩატარება (შპალიერის გაკვრა, გაზუმფარება, შეღებვა და ა.შ.)

 

საჭირო ხელსაწყო